სანკტ-პეტერბურგში ახალგაზრდები ნაქირავებ ბინაში დაბადების დღის აღსანიშნავად მივიდნენ, რა დროსაც თოკზე ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვეს. ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ კვესტში (ძიებით თამაში) იღებდნენ მონაწილეობას და გვამიც კვესტის ნაწილი იყო, ამიტომ პოლიციის გამოძახებისგან თავი შეიკავეს.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვინ იყო მამაკაცი, რომელმაც წვეულების წინ თავი მოიკლა
ამბის ერთ-ერთი მთავარი გმირი გოგონაა, რომელიც სანკტ-პეტერბურგში 2019 წლის ზამთარში გადავიდა საცხოვრებლად და სოციალური ქსელის მეშვეობით მამაკაცი გაიცნო. იმის მიუხედავად, რომ მამაკაცს ცოლი და სამი შვილი ჰყავდა, გოგონა ფაქტს არ შეუწუხებია, მან თავისი რეალური ასაკი დამალა და მამაკაცთან ურთიერთობა დაიწყო.
იდილია ურთიერთობაში 2021 წლის იანვრამდე გრძელდებოდა. გოგონამ ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა, რის შემდეგაც მამაკაცი შეიცვალა და მანიაკალურად მოქცევა დაიწყო: დასდევდა გოგონას და მუდმივად ანგარიშის ჩაბარებას ითხოვდა. საბოლოოდ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ხოლო რამდენიმე დღეში მამაკაცმა მას მოუყვა, თუ როგორ ცუდად გრძნობდა თავს და რომ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სურდა.
მოგვიანებით გოგონამ კიდევ ერთი მესიჯი მიიღო, სადაც ეწერა, რომ მამაკაცმა მისთვის დაბადების დღის აღსანიშნავად ბინა იქირავა. ყოფილმა პარტნიორმა მას აცნობა, რომ საჩუქრის სახით მეგობრებთან წვეულებას მოუწყობდა. მეორე დღეს გოგონა ბინაში დაგვიანებით მივიდა, რის გამოც წვეულებაზე დაპატიჟებული სტუმრები ბინაში მასზე ადრე მივიდნენ.
სტუმრებმა სამზარეულოში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. თავიდან ახალგაზრდებმა იფიქრეს, რომ ეს ხუმრობა, ან რაიმე ჩანაფიქრი იყო, რის გამოც პოლიციას არ შეატყობინეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც წვეულებაზე გარდაცვლილი მამაკაცის ყოფილი პარტნიორი მივიდა, ხუმრობა საშინელ რეალობად იქცა.
სამართალდამცავები უკვე ბინის პატრონმა გამოიძახა.