მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს.
სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. სამებაში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო აღავლენს.
კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი რიგდება - საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს.