ვითხოვთ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან"- ამ მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან "ერთიანი კომუნისტური პარტია" საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ქვეყნისთვის ერთ-ერთი სწორი გზაა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ როდესაც ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს როგორ შეცვალოს "გამარჯვების პარკი".
მათივე ინფორმაციით გამარჯვების პარკი და იქ მდებარე უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ხელშეუხებელია და პრეზიდენტის ინიციატივა, რომ შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, მიუღებელია.
ისინი მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ.
მათივე განცხადებით, აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკები გამოყენებული არ არის.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან ლესელიძის ძეგლთან, მსვლელობით აპირებენ მისვლას.