19 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღე - მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700000-მდე ადამიანი წავიდა, მათი უმეტესობა სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე - სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკის ნაცვლად, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა. დილიდან მიაგეს პატივი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ტრადიციულად, გვირგვინით შეამკეს მემორიალი.

6 წელი გაატარა მეორე მსოფლიო ომში ვეტერანმა ვახტან ბატიაშვილმა, ის სამამულო ომში 17 წლის წავიდა. 76 წლის შემდეგაც, დღესაც უჭირს ემოციის გარეშე ომში განვითარებული მოვლენების გახსენება. ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. მოსაგონრად მძიმეა ომის დღეების და ფრონტელი მეგობრების გახსენება იოსებ ტუხაშვილისთვისაც.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ვეტერანებს მთავრობის ხელმძღვანელმა. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ვეტერანების დახმარების პროგრამა კვლავ გრძელდება. მთავრობის განკარგულებით ომში მონაწილე ვეტერანები ერთჯერადად 1 000 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი სახელმწიფო ერთჯერადად 500 ლარით დაეხმარება.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000-მდე ადამიანი წავიდა, მათი უმეტესობა სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

 

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები