07 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა კორპუსის სახურავი დააზიანა

დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა - ვიდეო ფეისბუქჯგუფში "დიდი დიღომი" ერთ-ერთმა მომხმარებელმა განათავსა. 

მისი ინფორმაციით, ვიდეო მესამე მიკრორაიონშია გადაღებული.

თბილისში ძლიერი ქარია. სინოპტიკოსების თქმით, უამინდობა ქვეყანაში ხვალაც შენარჩუნდება. 

დღის ამბები