დაპირებული შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან - მარტვილში, ჭყონდიდის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, მიტროპოლიტი სტეფანე ბოლო პერიოდში არსებულ არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემას აპირებს.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა ამის შესახებ პირობა, დაახლოებით, ერთი თვის წინ დადო.
ჭყონდიდის ეპარქია ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, მარტის დასაწყისიდან მოექცა, მაშინ, როცა მრევლის ნაწილსა და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება გამწვავდა. კონფლიქტის შედეგი იყო სალხინოში აივნის ჩამონგრევაც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
პასუხისთვის ემზადება ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენეც. როგორც ის აცხადებს, ყველა ბრალდებას უპასუხებს.