რუმინელი ჩინოვნიკების კრეატიულობამ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი სანახაობად აქცია და გაააქტიურა. ქვეყნის ჩინოვნიკებმა მითიური სასახლე კოვიდ ცენტრად აქციეს.
მას შემდეგ, რაც იმუნიზაციის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ტრანსილვანიაში, გრაფი დრაკულას სასახლე იქცა, COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციისთვის მოქალაქეების რიგები იდგა.
რუმინეთის ხელისუფლებას სექტემბრამდე მილიონამდე მოქალაქის ვაქცინაცია სურს.
გრაფი დრაკულას სასახლის მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, მათი მთავარი სამიზნე აუდიტორია რუმინეთის ის მოქალაქეები არიან, რომლებიც შაბათ-კვირას აქტიური ტურიზმით არიან დაკავებული.
ინტერესს და იდეის კრეატიულობას კიდევ ერთი რამ უწყობს ხელს - მათ, ვინც კოვიდ ცენტრად ქცეულ გრაფი დრაკულას მითიურ სასახლეში აიცრება, სპეციალურ სერტიფიკატებთან ერთად გადასცემენ სასახლეში მოსაწვევს, რომელიც მომდევნო 100 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.