19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
იტალიაში ახალგაზრდა ქალს შეცდომით 6 დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გაუკეთეს

იტალიაში ახალგაზრდა ქალს შეცდომით 6 დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გაუკეთეს. ახლა მას საავადმყოფოში აკვირდებიან.

იტალიის ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, 23 წლის ახალგაზრდა ქალი მეორე დღეა ტოსკანის რეგიონის საავადმყოფოში იმყოფება და თავს ამ ეტაპზე კარგად გრძნობს. 

როგორც გაირკვა, ექთანმა ვაქცინაციის დროს ახალგაზრდა ქალს "ფაიზერის" გახსნილი ამპულიდან საჭირო ერთი დოზის ნაცვლად, საინექციო ხსნარი მთლიანად გაუკეთა. 

დღის ამბები