03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ფანასკერტელზე მაცხოვრებლებმა გარეული მტაცებელი დააფიქსირეს

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა დღეს დილით დიდი ზომის მტაცებელი ცხოველი დააფიქსირეს. 

ცხოველი დღეს დილით, დაახლოებით  8 საათზე შენიშნეს და 112 გამოიძახეს. 

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა რუსთავი2-ს უთხრა,  ცხოველი საცხოვრებელ კორპუსებთან, კლდის ფერდობზე დაინახეს და ფოტოებიც გადაუღეს.

მათ სამაშველო სამსახური გამოიძახეს, რომლებმაც ცხოველის ფოტოს ნახვის შემდეგ თქვეს, რომ ცხოველი  გარეულ მტაცებელს ჰგავს, მაგრამ მისი კონკრეტულ ცხოველთან იდენტიფიცირება გაუჭირდათ.

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მზია შარაშიძე რუსთავი2-თან საუბრისას ამბობს, რომ ადგილზე ზოოპარკის თანამშრომლები იყვნენ, ფოტოები ნახეს და ცხოველი დიდი ზომის შინაური კატა აღმოჩნდა.      

დღის ამბები