19 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
საქართველოში ჭორი გაგიკვირდათ? - ძმები არველაძეები მერობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას გამორიცხავენ

არჩილ არველაძე თბილისის შესაძლო მერობის კანდიდატობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ფეხბურთელი ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლას და მით უმეტეს, მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

"მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმები. როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და წყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ისეთივე აქტიური ვიქნები, როგორც აქტიური ვიყავი დღემდე. სხვანაირად ჩემს თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს," - ამბობს შოთა არველაძე.

განცხადება ძმებმა არველაძეებმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთეს და აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ უარყვეს.

"ტყუილია, საქართველოში ჭორი გაგიკვირდათ თუ რა არის?" - აღნიშნა არჩილ არველაძემ.

 

დღის ამბები