ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი არჩილ არველაძე "სინოფარმით" ვაქცინაციის შემდგომ "დღის კურიერის" ეთერში ჩაერთო. ვაქცინაციის გარდა ფეხბურთელს შეკითხვა, მისი და მისი ძმების პოლიტიკაში მოსვლასთან და "ლაშას მამის გარდაცვალების" შესახებ ცნობილ ხუმრობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. როგორც ცნობილია, ეს ფრაზა უხერხული საუბრის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება. სწორედ ამ ფრაზით უპასუხა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკაშირებით წინა ჯერზე "რუსთავი 2-ის" შეკითხვას არჩილ არველაძემ.
"ლაშას მამა სამწუხაროდ არ აცრილა და... ვიხუმრე რა... ზოგი ვერ ხვდება, რომ ეს ხუმრობა არის ვიდეოს ნაწილი, რომელიც წლების წინ იყო გამოქვეყნებული."
რაც შეეხება შოთა არველაძის სტატუსს, რომ მას პოლიტიკაში მოსვლისა და თბილისის მერობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ ტაქსების თეთრ ფერზეც უსვამენ კითხვას, არჩილ არველაძემ კვლავ ხუმრობით უპასუხა და განაცხადა, რომ ტყუპისცალის მსგავსად, თეთრი ფერი მასაც მოსწონს.
"მეც ძაან მომწონს თეთრი ფერი, ვეთანხმები შოთის, ძაან კაი გადაწყვეტილება იყო, რომ მანქანები თეთრ ფერად შეიღება, იმიტომ, რომ ცოტა ღია ფერები რომ შემოვიდეს, არ გვაწყენს."
წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ არჩილ არველაძე პოლიტიკაში ვიხილოთ, ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის პასუხი იყო, რომ "არ შეიძლება".