1788 ინფიცირებული და 31 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - წინასწარი პროგნოზები მართლდება, საქართველო მაისში მესამე ტალღის პიკისკენ მიიწევს, თუმცა იმატებს ვაქცინირებულთა რაოდენობაც. ერთ დღეში ვაქცინირებულთა რაოდენობა უკვე 5 000-სს აღწევს, რამაც საქართველო შეიძლება იმ მძიმე სტატისტიკიდან გამოიყვანოს, რომელსაც გავლენიანი გამოცემა Economist-ი აქვეყნებს.
ბრიტანული ჟურნალის პროგნოზით, იმ ტემპებით, რაც საქართველოში დღემდე იყო, საქართველო მოქალაქეების მასობრივ ვაქცინაციას 2023 წლამდე ვერ შეძლებდა, თუმცა ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდა ამ მძიმე პერსპექტივას შეცლის.
ამ დროისთვის Sinopharm-ის აცრის მსურველებისთვის ცარიელი ადგილები დარჩენილია მხოლოდ ლენტეხში, მესტიაში, წალენჯიხაში, ასპინძასა და ახალქალაქში.
იწყება AstraZeneca-თი აცრის მსურველთა რეგისტრაციაც. ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია, რაც იმას ნიშნავს, რომ AstraZeneca-ის ვაქცინით საქართველოში ადამიანები უკვე 45 წლის ზემოთ აიცრებიან.
ამასთან, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან რეგისტრაციის ფანჯარა Sinovac-ისთვისც გაიხსნება.