19 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
სისტემაში გაუთვალისწინებელი შეფერხება შეიქმნა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ncdc მოქალაქეებს, ვაქცინაციისადმი გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობის გამო მადლობას უხდის, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაღალი აქტიურობის გამო ელექტრონულ სისტემაში დროებითი ტექნიკური შეფერხება შეიქმნა:

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო.

აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. 

ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები