მიტროპოლიტი სტეფანე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის არასრულწლოვანთა პანსიონატში ომბუდსმენის შეშვებისა და მონიტორინგის აუცილებლობას ვერ ხედავს.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანოები არსებობენ, რომელთა შეშვებაც ხდება და ჩვეულებრივ მონიტორინგიც ხორციელდება.
"ომბუდსმენის მონიტორინგი არ არის აუცილებლობა, რომ მისი შეშვება მოხდეს. სახელმწიფო ორგანოები არსებობენ, რომელთა შეშვებაც ხდება და ჩვეულებრივ მონიტორინგიც და ყველაფერი. მაგრამ, ომბუდსმენი, როგორც თვითონ პიროვნება და როგორც ზოგადად რასაც ახლა ის ახორციელებს, არის პოლიტიკური იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც იცავს შერჩევით, არა ყველა ადამიანის უფლებას, არამედ შერჩევით იცავს სხვადასხვა ადამიანების უფლებებს. ისე, როგორც თავად აწყობს. რაც მოხდა ჩვენს ეპარქიაზე თავდასხმა, ეს რომ ყოფილიყო მუსლიმებზე ან ვთქვათ, რომელიმე სხვა ნებისმიერ ორგანიზაციაზე რელიგიურზე, აუცილებლად იქნებოდა ერთი ამბავი და აჭრელებული ყველაფერი და ამ შემთხვევაში, ჩვენზე თავდასხმა არაფერი არ არის.
იდეოლოგიური შემოტევის წინააღმდეგ კარები დაკეტილია, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის დაკეტილი. სახელმწიფოს როცა სჭირდება შემოტევა, იქ ამოწმებს ყველაფერს. არ არის ის დამოუკიდებელი არბიტრი,"- ამბობს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე.