19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
არავის არ შეექმნება სირთულე მეორე დოზით აცრასთან დაკავშირებით - ამირან გამყრელიძე

მთელი ღამის განმავლობაში ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციის შეფერხების შემდეგ პროცესი დღეს დილიდან  აღდგა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ელექტრონულ სისტემაში ტექნიკური შეფერხება იყო, რაც დაჯავშნის მსურველთა მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეორე დოზით აცრასთან დაკავშირებით მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნებათ. 

"ჩვენი IT სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რომ ყველაფერი ეს გასწორდეს. მათ, ვინც არიან პირველადად აცრილი უკვე - იქნება ეს Pfizer, AstraZeneca თუ Sinopharm, არავის არ შეექმნება სირთულე მეორე დოზით აცრასთან დაკავშირებით. თითოეული მათგანისთვის მეორე დოზა ვაქცინისა დარეზერვებულია,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ ბოლო მონაცემებს - დღეისათვის დადებითობის მაჩვენებელი 2,43 პროცენტია, ანუ ჩატარებული 20394 ტესტიდან დადებითი აღმოჩნდა 776. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1329 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 16 ადამიანი.

 

დღის ამბები