ქუთაისის მერის მოადგილეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კორუფციაში ადანაშაულებს. დანაშაულებრივი სქემის შესახებ საუბარია ორგანიზაციის ანგარიშში.
დოკუმენტი ქუთაისში მუნიციპალურ ტენდერებს ეხება. "გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, ჯამში კომპანიას, რომელთან კავშირშიც მერის მოადგილეს ადანაშაულებენ, 294 000 ლარის ტენდერი აქვს მოგებული. ქალაქის მუნიციპალიტეტი ბრალდებებს ჯერჯერობით არ პასუხობს.