19 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
ტერორისტული მიზნებისთვის სატელეფონო ზარების შესახებ აფრთხილებს საქართველოს საელჩო ისრალეში მქოფ მოქალაქეებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს ტერორისტული მიზნებისთვის სატელეფონო ზარების შესახებ აფრთხილებს. 

"მეგობრებო, სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად Whatsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

ამგვარი SMS-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება.

არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები