19 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ნიკა ჯაკონია, რომელსაც დედა 2 დღის წინ გარდაეცვალა, MMA-ს ტურნირში მონაწილეობას დედის ხსოვნას მიუძღვნის

ნიკა ჯაკონია, რომელსაც დედა 2 დღის წინ გარდაეცვალა, MMA-ს ტურნირში მონაწილეობას დედის ხსოვნას მიუძღვნის. ახალგაზრდა სპორტსმენი, პირველად ამ ბრძოლაში, გადახურულ გალიაში ამ ბრძოლას დედის ხსოვნას მიუძღვნის.

"მიუხედავად დიდი ტკივილისა ის რინგზე ავა და მაქსიმუმს გააკეთებს. ჩემო მეგობრებო, ახლა ნიკას თქვენი გამხნევება ყველაზე მეტად სჭირდება

დარწმუნებული ვარ ნიკა მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს და გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით! "- წერს ნიკას მეგობარი ბექა ლაგვილავა ფეისბუკზე.

ნიკას ახლა საუბარი უჭირს. დედა თეა ბულია, რომელიც მძიმე დაავადებას საფრანგეთში ებრძოდა, 2 დღის წინ გარდაიცვალა და ოჯახს ახლა მძიმე დღეები უდგას.

ახალგაზრდა სპორტსმენისთვის, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია, ხვალინდელ შეჯიბრს განსაკუთრებულად აღიქვამს – "გამარჯვება დედისთვის და დედას გამო"- ამბობს ნიკა ჯაკონია.

დღის ამბები