მერიის ბოლო 4 წელი თბილისში და 7 პრიორიტეტული მიმართულება - კახა კალაძე მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას აპირებს. თბილისის მერი თბილისელებს 18 მაისს დეტალურად მოუყვება თავისი საქმიანობის შესახებ.
პრეზენტაციაზე იმ პროექტებზე იქნება საუბარი, რომლებიც უკვე შესრულდა, ან შესრულების პროცესშია. კახა კალაძე თბილისელების კითხვებზეც აპირებს პასუხის გაცემას.