03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
აფეთქება და ხანძარი ტაივანის კურორტზე-დაშავებულების რიცხვი 500-ს აჭარბებს

აფეთქებისა და ხანძრის შედეგად ტაივანის კურორტზე 516 ადამიანი დაშავდა. ინცინდენტი ტაიპეის აკვაპარკში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, საქმე დაუდევრობას ეხება.

პოლიციის განმარტებით აფეთქების ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც ღონისძიების ორგანიზატორებმა ფერადი კვამლი გაუშვეს, რასაც შემდგომში უკვე ხანძარიც მოჰყვა. ასობით ადამიანს ალმოდებული ტერიტორიიდან თავის დაღწევა საკუთარი ძალებით მოუხდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, 200–მდე დაშავებულს სერიოზული დამწვრობები აღენიშნება.

 
დღის ამბები