ქართველი ემიგრანტი ინგა სოფრომაძე ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს. ემიგრანტი ქალაქ აშდოდში არსებულ მძიმე ვითარებაზე წერს.
ინგა სოფრომაძე საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და მათ თავშესაფრებში ჩასვლისაკენ მოუწოდებს.
"წუხელ მეოთხე ღამე იყო ომში, უძილობით გათანგული ვარ, მაგრამ წუხელ ისეთი მდგომარეობა იყო აშდოდში, მთელი ღამე "ბუნკერში" გავატარე... ცოტა მეძინა კიდეც, რადგან შიში მინიმუმზე იყო დაყვანილი... ვისაც არ გვაქვს სპეციალური ოთახი სახლში, ღამის საათებში უფრო ინტენსიური სროლებია, ამიტომ აიღეთ ბალიში და გადასაფარებელი, ჩადით "ბუნკერში", ბევრად უკეთესია, ცოტა ძილის შესაძლებლობაც გაქვთ და 1000% -იანი დაცული ხარ! მით უმეტეს ზღვის მხრიდან ლიბანის გააქტიურების საშიშროებაა, არავინ იცის სირენის დროს რაკეტა პალესტინიდან მოდის თუ ზღვიდან! არ დაგავიწყდეთ პასპორტი ყოველთვის გქონდეთ თქვენთან, როგორც ტელეფონი! ომია...." - წერს ინგა სოფრომაძე ისრაელში მყოფი ემიგრანტებუის ერთ-ერთ ჯგუფში.