19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ძალიან ეჩხუბება ჩვენ ბავშვთა სახლს ე.წ. სახალხო დამცველი, მაგათი იდეოლოგიაა დავაკანონოთო ერთნაირსქესიანთა ქორწინებები - მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის პანსიონატზე

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებასა და ბრალდებებზე მეუფე სპირიდონმა ქადაგებაში ისაუბრა. სასულიერო პირის განცხადებით, პანსიონში ბავშვები მშვიდ ვითარებაში იზრდებიან, ხოლო მის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას აქვს ადგილი.

"რა ქნან იმ ბავშვებმა, იზრდებიან ეკლესიაში კაცო. თითქმის ყველა ხართ იქ ნამყოფი, როგორი სიმშვიდეა, როგორი სიხარულია იმ ბავშვების. ძალიან ეჩხუბება ჩვენ ბავშვთა სახლს ე.წ. სახალხო დამცველი, მაგათი იდეოლოგიაა დავაკანონოთო ერთნაირსქესიანთა ქორწინებებიო, ანუ სოდომია, გახრწნილება საქართველოში. შორს ჩვენგან, ეს სატანის საქმეა,"- ამბობს ქადაგებაში სხალთელი მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი (აბულაძე).

მდგომარეობის შესასწავლად ბავშვთა პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ. საკითხი აქტუალური "კურიერის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა, სადაც ბავშვთა მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე იყო საუბარი.

პანსიონატში შექმნილი ვითარების შესწავლა გაეროს ბავშვთა ფონდმა მოითხოვა, დაწესებულებაში შესვლის უფლებას ითხოვს სახალხო დამცველიც.

დღის ამბები