საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხარის ორი მოწმის, ზურაბ გუმბერიძისა და გელა დუმბაძის დაკითხვა დასრულდა. გუმბერიძე 2007 წლამდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, დუმბაძე კი მისი მრჩეველი იყო. როგორც ირკვევა, ორივე მათგანი ბაქოში საზღვრის დამდგენი კომისიის ორმხრივი სხდომის ოქმის ხელმომწერები არიან.
მოწმეებმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს, რომ რასაც ახლა პროკურატურა სწავლობს, სახელმწიფოს საზიანო გადაწყვეტილება საზღვრის დამდგენი კომისიის მხრიდან არ მომხდარა.
მოწმეები ასევე აცხადებენ, რომ ისინი მათი წარსული საქმიანობის გამო დაკითხეს, მათივე თქმით, კითხვები მათი კომპეტენციის ფარგლებში იყო დასმული.
"კომისია მოდიოდა შედეგებით, რასაც შემდეგ ვიხილავდით, გამორიცხულია ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები,"- აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ გუმბერიძე.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მესამე მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს.