03 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
სტიქიის ზონაში დაკარგული კიდევ ერთი ავტომობილი იპოვეს

სტიქიისგან დაზიანებული კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი იპოვეს მაშველებმა მდინარე მტკვირისა და ვერეს შესართავთან.

სპეციალური ტექნიკით მისი ამოყვანის პროცესი "ლაგუნა ვერეს" სიახლოვეს არსებული მიწისქვეშა გვირაბიდან ამ წუთებში მიმდიანრეობს.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერი და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.

"გვირაბები არის თავისუფალი, გვირაბის შუაში არის მხოლოდ ერთი ავტომობილი. ამ ავტომობილის გვირაბიდან    გამოტანის   სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს,"- აცხადებს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. 

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონამდე ლარს შეადგენს. მაშველები და შს სამინისტროს თანამშრომლები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მტკვრის მონიტორინგს აწარმოებენ. სპეციალური სამსახურები 3 დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები