19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
იყო დიდი "შემოტევები“, 100 000-მდე ერთდროულად შესვლა დაფიქსირდა და ვერ გაუძლო სისტემამ - ამირან გამყრელიძე რეგისტრაციის სისტემის ხარვეზებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზა, სადაც მოქალაქეებს ვაქცინაციაზე დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ, ამ დროისთვის შეფერხების გარეშე მუშაობს. 

"ბაზა გასწორდა, ახლა მუშაობს შეფერხებების გარეშე. პატარა შეფერხება შეიძლება ხანდახან იყოს ხოლმე. როგორც წინასწარი ინფორმაცია მაქვს, ე.წ. დიაგნოზის, გახლავთ ის, რომ გუშინწინ საღამოს 20:00 საათზე იყო ასეთი დიდი "შემოტევები“, დაახლებით 100 000-მდე ერთდროულად შესვლა და დაკლიკვა ბაზაში მუშაობის სურვილის, რომელსაც ვერ გაუძლო სისტემამ,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები