ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თამარ მიხანაშვილი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
როგორც თამარ მიხანაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ამბობს, მოსახლეობას განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ დაახლოებით 20 წამი აქვს იმისათვის, რომ თავი თავშესაფარს შეაფაროს.
"აქ არის ძელი აშენებული კორპუსები, რომელსაც თავშესაფარი აქვს ქვემოთ, პირველ სართულზე. მაგრამ უფრო მოდერნიზებულ და ახალ კორპუსებში პირდაპირ გვაქვს სახლებში ერთ-ერთი ოთახი გამოყოფილი, რომელიც არის თავშესაფრის ოთახი. მე ბინიდან გასვლა არ მიწევს, იმიტომ, რომ ეს თავშესაფარი მდებარეობს ბინაში. იქ მომარაგებული გვაქვს წყლები, საწოლი, აქ ბავშვები შემოგვყავს და დაცული არის რკინის კარით.
10 წუთის განმავლობაში არ უნდა გამოვიდეთ აქედან, როდესაც რაკეტა ჩამოვარდება ან დაიჭერს რკინის გუმბათი. როდესაც სიგნალი გვესმის საგანგაშო მდგომარეობა ირთვება, მხოლოდ გვაქვს 20 წამი, უფრო ნაკლებიც, რომ შევიდეთ ამ თავშესაფარში,“ - ამბობს თამარ მიხანაშვილი.