19 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"საშინელება ხდება, დამომბვის შესახებ არავინ გვაფრთხილებს" - ღაზას სექტორში მსხვერპლი გაცილებით მეტია 

ახლო აღმოსავლეთში, პალესტინა-ისრაელს შორის ცეცხლი არ წყდება. მსხვერპლი გაცილებით მეტია ღაზას სექტორში. ბოლო აფეთქების დროს 7 ადამიანი გარდაიცვალა.

პალესტინელ ხალხს აშშ 10 მილიონ დოლარს უგზავნის, დასავლეთის სურვილია თანხა მშვიდობის უზრუნველყოფას მოხმარდეს.

პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს ახალი უსაფრთხო ადგილების მოძებნა უწევთ, სადაც ისინი თავს  შედარებით დაცულად იგრძნობენ.

როგორც პალესტინელები ამბობენ, ტერიტორიების დაბომბვები თითქმის არ წყდება სარაკეტო იერიშების შესახებ მოსახლეობას არავინ აფრთხილებს და მუდმივად ღია საფრთხის წინაშე დგანან.

"სახელმწიფომ უნდა იპოვოს გამოსავალი. დამომბვის შესახებ არავინ გვაფრთხილებს ეს იყო საშინელება. ინტენსიურად გვბომბავდნენ, ვერც კი წარმოიდგენთ ეს რა იყო,"- აცხადებს ერთ-ერთი პალესტინელი.

დღის ამბები