19 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
დღეს ის დილაა გული რომ გამიგლიჯა, გინდა უშველო, მაგრამ ვერ შველი​.. - ლევან რატიანი 

კორონავირუსმა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის თანამშრომლის, 45 წლის რუსუდან ზუკაკიშვილისსიცოცხლე იმსხვერპლა.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.

"მიდი-მოდია ცხოვრება, მიდიან გვტოვებენ და ჩვენც წავალთ, ამ შეგრძნებით და იმედით ვცხოვრობთ, რა არ ხდება, რას არ გაიგებ, ისეთს გაიგებ, ისეთს მოისმენ, ისეთს დაინახავ, რისი შეგრძნება არ გინდა, არ გინდა იყო მომსწრე ამ ამბის მაგრამ სამწუხაროდ მომსწრე ხარ, გინდა უშველო მაგრამ ვერ შველი, იტყვი არ გამომივიდა, ღვთის ნება იყო, ღვთის ნებაა ყველაფერი....

ეს კი ყველფერი ცხოვრება.... ცხოვრება, რომელიც ძალიან გტკენს.... დღეს ის დილა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ჰქვია გამიგლიჯა, ჩემო რუსო ...,"- წერს ლევან რატიანი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები