03 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ბრაზილიის საფეხბურთო ნარკები "კოპა ამერიკას" გამოეთიშა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს "კოპა ამერიკას" გამოეთიშა. ბრაზილია-პარაგვაის მეოთხედფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მეთხუთმეტე წუთზე ბრაზილიელმა რობინიომ გახსნა, 72-ე წუთზე კი დერლის გონსალესმა პენალტით გაათანაბრა.

მატჩის შემდგომ თერთმეტრიანების სერიაში პარაგვაელებმა 4:3 გაიმარჯვეს. "კოპა ამერიკას" ნახევარფინალში პარაგვაის მეტოქე არგენტინა იქნება, მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი ჩილე პერუს დაუპირისპირდება.

 
დღის ამბები