18 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
შემთხვევა უნივერსიტეტის ქუჩაზე - ელექტრო სკუტერით მოძრავი მამაკაცი მძიმედ დაშავდა

წუხელ, თბილისში, უნუვერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ელექტრო სკუტერით მოძრავი მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი შუა ხნის მამაკაცი "ვოლტის"კურიერმა შენიშნა, რომელმაც ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

დაშავებული პირი ირანის მოქალაქეა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

დღის ამბები