ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმში.
ევროპის მოედანზე ტუროპერატორები, გიდები და ტურისტულ სფეროში დასაქმებულები შეიკრიბნენ.
აქციაზე ასევე იყვნენ ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად იმყოფებიან. მათი განცხადებით, ისრაელს არ სურს ომი, ქვეყანა იძულებულია საკუთარი მოქალაქეები ტერორისტებისგან დაიცვას.