03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
ქუთაისში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ქუთაისში ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ახალშობილი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დატოვეს. ჩვილი ადგილობრივებმა პოლიეთილენის პარკში გახვეული იპოვეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის დედამ სახლის პირობებში იმშობიარა. ახალშობილი ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია. საქმის ძიება ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო.

დღის ამბები