03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
„ამ 220 მეტრიანმა გვირაბმა დაიცვა წყნეთის ქუჩა მსხვერპლისგან"-სპეციალისტები ვაკე-საბურთალოს ახალ გვირაბზე საუბრობენ

„ამ 220 მეტრიანმა გვირაბმა დაიცვა წყნეთის ქუჩის მარჯვენა მხარის ფერდობი“-ეს განცხადება გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მერაბ ალავერდაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაკე-საბურთალოს ძველი გვირაბის გაგრძელებაზე აშენებული ახალი გვირაბის არსებობამ წყნეთის ქუჩა დიდი რაოდენობით მსხვერპლს გადაარჩინა.  

ტრაგედიის მიზეზებზე გადაცემაში კიდევ ერთმა სპეციალისტმა, არქიტექტორმა  გია აბულაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სვანიძის ქუჩის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი არა ახალი გვირაბი, არამედ 1958 წელს აშენებული გვირაბია, რომელიც თამარაშვილის ქუჩის ქვევით გადის.  

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ სვანიძის ქუჩის ტრაგედია არის თამარაშვილის ქუჩის გვირაბის ბრალი, ეს არის 58 წელში აგებული მარტივად გაკეთებული, მაგრამ მაშინ არ არსებობდა დასახლება და მაინცდამაინც არ უზრუნიათ მაშინდელ ინჟინრებს და გამართლებულიც იყო ეს ნაბიჯი. მაშინ უნდა აეკრძალათ კატეგორიულად იქ მშენებლობა და არ შეეშვათ არავინ, ან რადგან დასახლებაა უნდა იზრუნოს ამაზე სახელმწიფომ,“-განაცხადა გია აბულაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები