პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დმანისში ჩავიდა.
სოზარ სუბარის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიტუაციის გასანეიტრალებლად.
"გვქონდა გარკვეული შეხვედრები და ახლაც ვაგრძელებთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რაც მოხდა, იყო გაუგებრობა, რაც წუთიერ აღელვებას მოჰყვა და ყველაფერი დაწყნარდება.
ყველა არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა,"-აღნიშნა სოზარ სუბარმა.