პურის მცხობელთა ასოციაციაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ. ასოციაცია სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებებს ითხოვს.
მათი განცხადებით, თუ აქამდე ქვეყანაში მცხობელები ფქვილს 53 ლარად ყიდულობდნენ, ლარის კურსის გაუფასურებამ ფასები შეცვალა.
პურის ფასის გაძვირების თავიდან აცილების გზებზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამაც.