საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დმანისში კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო.
"ეს არ უნდა მოინათლოს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებად. კონფლიქტი დაიწყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე და ეთნიკურ ჯგუფებზე არ უნდა მოხდეს წახალისება. სერიოზულად დაშავებულ პირებზე ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია,"- აღნიშნა ლილუაშვილმა.