ევროკავშირის ელჩი საქართველოში იმედოვნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა. ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ, როგორც საარჩევნო რეფორმის, ასევე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე.
"ვიცი, რომ საარჩევნო რეფორმაზე პარტიებს შორის დისკუსიები გრძელდება. საინტერესოა, როგორ შეძლებენ მხარეები მოლაპარაკებას და საჭირო კომპრომისის მიღწევას პროცესის წინ წასაწევად. როგორც იცით, ეს 19 აპრილის შეთანხმების საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. რაც შეეხება ამნისტიის პროექტს, არსებობს დოკუმენტის ორი ვერსია და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე განსხვავებული პარტიები აქტიურად მსჯელობენ. ჩემთვის ჯერ კიდევ რთულია ვთქვა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა. ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. ეს კი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება როგორც შეთანხმებისთვის მეტი სიმტკიცის მისაცემად, ისე ეს ფაქტი გადაშლიდა სრულიად ახალ თავს კრიზისიდან გამოსვლისა და პარლამენტში შესვლის შესახებ,“ - ამბობს კარლ ჰარცელი.