03 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
აქცია თბილისში-მოქალაქეები ვერეს ხეობისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

ვერეს ხეობაში მშენებლობების შესაძლო დაწყებას აპროტესტებენ გარემოს დამცველები. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელებთან ერთად ამ წუთებში საკრებულოს შენობის წინ იკრიბებიან.

ვერეს ხეობაში ე.წ. "ქართული მანჰეტენის" შექმნის იდეა რამდენიმე დღის წინ გახმაურდა.

"ვითხოვთ პრევენციულ ღონისძიებებს. ვერეს ხეობას, მზიურის და იპოდრომის ხეობას განსაკუთრებული სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭოს, ამ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს მშენებლობა,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის ორგანიზატორები ამავე მოთხოვნით აქციებს მომავალშიც გამართავენ. 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები