ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3979 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.4186 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1325 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1392 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.