03 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს პრიმაბალერინა ირმა ნიორაძეც დაეხმარება

ირმა ნიორაძის 20-მდე პორტრეტი გამოიფინა დღეს თბილისში. ორი ათეული წლის წინ გადაღებულ სურათებში მოცეკვავე ყველა იმ ცნობილ პერსონაჟს აცოცხლებს, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრის სცენაზე ანსახიერებდა.

პრიმაბალერინას გადაწყვეტილებით, ფოტონამუშევრები აუქციონზე გაიყიდება, შეგროვებული თანხა კი სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება. ქველმოქმედებასვე მოხმარება ირმა ნიორაძის სახელობითი ღვინის გაყიდვიდან შემოსული თანხაც.

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები