19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
დააგვიანა თუ არა ბოლნისში რეაგირება ხელისუფლებამ - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პოლიციას სრული მხარდაჭერა აქვს, რომ კანონი აღსრულდეს

დმანისში დაპირისპირება გუშინ ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ჯგუფური შეტაკებები რეგიონში, მაღაზიაში ე.წ."ნისიაზე" უარის თქმამ გამოიწვია. ორი დღის განმავლობაში დმანისში ვითარება პერიოდულად უკიდურესად მწვავდებოდა და ჩხუბში ერთვებოდა ქვები, ჯოხები, ბეისბოლის კეტი, თოხი და ბარი.

არ დააგვიანა პოლიტიკურმა შეფასებებმაც, თუმცა ყველა ფრთხილობს, რომ ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში ვითარება კიდევ უფრო არ დაძაბოს.

პრეტენზიები ისმის ხელისუფლების მისამართით. საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ კონფლიქტის მოსაგვარებლად რეაგირება დააგვიანა.

ხელისუფლების მხრიდან რეაგირების დაგვიანებაზე ამახვილებენ ყურადღებას სხვა ოპოზიციონერებიც. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია.

კონფლიქტს ყოფით ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებად აფასებს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნებისთვის" კონფლიქტის იმგვარი შეფასება, როგორიც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას გულისხმობს, მიუღებელია. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პოლიციასა და სამართალდამცავებს საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა აქვთ, რათა კანონი აღსრულდეს.

მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებიც. დეპუტატები ამბობენ, რომ მათი მიზანი დმანისში ვითარების ნორმალიზებაა.

დღის ამბები