19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
"მზად ვართ, საპატრიარქოსთან ერთად ყველა მხარეს ველაპარაკოთ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი დმანისის მოვლენებზე

დმანისში განვითარებულ მოვლენებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი და მუფთი გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ადგილზე უკვე სიმშვიდეა და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. რაც შეეხება მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, მათი აზრით, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. 

"ჩვენ შევძელით და შევაჩერეთ პროცესები, მაგრამ მომავალში ჩვენ არ ვართ დაზღვეული არაფრისგან. მსგავსი ინციდენტები რომ არ მოხდეს და გულწრფელად მშვიდობიანმა თანაცხოვრებამ დაისადგუროს, აუცილებელია პროექტების განხორციელება. ერთობლივი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება და ყოფითი საკითხების ერთად განხილვა, რაც შედეგად სრულად აღმოფხვრის დაპირისპირებას,“ - აცხადებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი. 

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეთიმარ რემინოვი ამბობს, რომ ორივე მხარის ჩართულობა უნდა გაიზარდოს, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია მოხდეს. 

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შეთანხება იქნა მიღწეული და იმედს ვიტოვებთ, რომ მოხდება ამ შეთანხმების დაცვა. აუცილებელია შემდგომში მოსახლეობასთან ჩართულობა. ჩვენ მზად ვართ, რომ საპატრიარქოსთან ერთად, ყველა მხარეს ველაპარაკოთ. ერთად ორივე მხარეს ველაპარაკოთ, ჩართულობა გავზარდოთ, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი ინციდენტები,“ - აცხადებს  ეთიმარ რემინოვი.

 

 

დღის ამბები