19 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"არ მჯერა, რომ დმანისში ადამიანებმა 100-100-ზე იმის გამო იჩხუბეს, რომ ვიღაცას ლუდი ნისიად არ მისცეს" - იაგო ხვიჩია

დმანისში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკოსები საუბრობენ. ოპოზიციური პარტიები ადგილზე სამართალდამცავთა არასწორ ქმედებებზე საუბრობენ და საკითხის ესკლაციაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

"გომელაურის განცხადება არის ლაკმუსის ქაღალდი, ახლა მთავარია სასწრაფოდ მოხდეს იმ პოლიტიკის ტრანსფორმაცია, რომელსაც აქამდე სახელმწიფო ატარებდა. ჩვენ ასეთ ვითარებას ვერ შევეგუებით, ეს საშიშია," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

იაგი ხვიჩია აცხადებს, რომ პრობლემა მოსაგვარებელია სხვანაირად და არა ისე, რომ 100 ადამიანი დაიჭირო და ციხეში წაიყვანო.

"სახელმწიფოს მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქმე აქამდე მივიდა და დროულად არ გავერკვიეთ თუ რა ხდებოდა დმანისში. მე არ მჯერა, რომ დმანისში ადამიანებმა 100-100-ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ვიღაცას ლუდი ნისიად არ მისცეს. ჩემი აზრით იქ სრულიად სხვა პრობლემაა, რომელსაც ჩვენ აქამდე არ ვიცნობდით. პრობლემა მოსაგვარებელია სხვანაირად და არა ისე, რომ 100 ადამიანი დაიჭირო და ციხეში წაიყვანო," - აცხადებს  პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები