ყაზახეთის მოქალაქის, 26 წლის აისელ აიპტაევას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მურატ მეიდბეკოვი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ბრალდებულის ადვოკატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მეიდბეკოვი საკუთარ ქვეყანაში უკვე დაკავებულია.
ქართველი ადვოკატი საქართველოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებს გააპროტესტებს.
"ჩანაწერში რაღაც ამოგლეჯილი კონტექსტიდან იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სექსუალურად იძალადა გარდაცვლილ ქალბატონზე, რაც საეჭვოა, ვინაიდან, ჩანაწერში არსეულ ფრაზებს წინ სხვა სიტყვები უძღვის, რომელიც ერთიანობაში უნდა იყოს განხილული," - მურად მეირბეკოვის ადვოკატი.