ბორჯომში N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, აქცია არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
საპროტესტო აქციაზე 300-მდე ადამიანი იმყოფება და ხელმძღვანელობისგან ნორმალურ სამუშაო პირობების გარდა, ანაზღაურების გაზრდასაც ითხოვენ.