20 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
23 წლის თურფალ ბორჩაშვილი - სირიაში გარდაცვლილი საქართველოს მე-14 მოქალაქე

სირიაში გარდაცვლილი ახალგაზრდა 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძიბახევიდან იყო. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა თურქეთში სამუშაოდ 6 თვის წინ წავიდა. მათ არ აქვთ ინფორმაცია როდის ჩავიდა ის სირიაში.

ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებ პანკისელებმა გვიან ღამით შეიტყვეს. მომხდარი უკვე დაადასტურეს ახმეტის გამგეობაში და სოფლის ტერიტორიულ ორგანოში.

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი საქართველოს მე-14 მოქალაქეა, რომელიც ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" სახელით იბრძოდა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

 
დღის ამბები