19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ბორჯომში გაფიცული თანამშრომლები ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს ხვდებიან 

პარლამენტის ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი ბორჯომში ჩავიდა. ის გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება და ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა. ანტონ ობოლაშვილმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, როგორც ბიზნესის, ასევე თანამშრომლების ინტერესები გათვალისწინებული იყოს.

"უნდა შედგეს მოლაპარაკება, ეს არის უმთავრესი, იმიტომ რომ ბიზნესმა უნდა იმუშაოს, ბიზნესმა უნდა აკეთოს თავის საქმე, თუმცა ამავდროულად, მოსახლეობის და თანამშრომლების უფლებები უნდა იყოს დაცული მაქსიმალურად. არაფერი არ არის ცნობილი. ამისთვის ვარ მოსული, რომ მოვუსმინო თანამშრომლებს, შემდეგ შეხვედრაც მექნება ხელმძღვანელობასთან და გვექნება საუბრები,“ - ამბობს ანტონ ობოლაშვილი.  

ბორჯომში 350–მდე თანამშრომელი გუშინ გაიფიცა. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ  მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას, ასევე, ხელფასების მომატებას და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებაა. 

 

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები