19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
საქართველოში +37 გრადუსამდე დათბება - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდები.

ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს დასავლეთ საქართველოში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში +30,+35 გრადუსამდე მოიმატებს. 22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

23-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა (+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.

ქ. თბილისში 20-22 მაისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 23-24 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დღის ამბები