03 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ეთერ კაკულიას დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ

ეთერ კაკულიას დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, 14 საათზე კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე პანაშვიდს გადაიხდის. მომღერალს ხვალ დაკრძალავენ.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ეთერ კაკულიას შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყობა. ეთერ კაკულიას დროებით ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ხოლო შემდეგ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენებენ.

ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს გარდაიცვალა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები