19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
აისელ აიპტაევას საქმე - "საფარის" ადვოკატის განცხადებით, დანაშაული ტრეფიკინგთან მიმართებაში ყაზახეთში დაიგეგმა და საქართველოში განხორციელდა

ყაზახეთიდან ჩამოსულ გამომძიებლებს, გლდანის ციხეში ელოდებიან. პროკურორები აისელ აიპტაევას გარდაცვალებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას ხვდებიან.

აისელ აიპტაევას ოჯახის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ტრეფიკინგთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს აიტპაევას დედას, რომელიც ჯერჯერობით დადასტურებული ფაქტი არ არის. 

"არსებობს დაუსაბუთებელი ინფორმაცია, მას გარდაცვლილი აისელის დედა ავრცელებს. მისი თქმით, შვილი უყვებოდა იმაზე, რომ მეირბეკოვი საქართველოში კიდევ 5 გოგონას ეპატიჟებოდა. ბრალდებული გოგონებს ჯერ დასასვენებლად, შემდეგ კი, სამუშაოდ ეპატიჟებოდა,"- აცხადებს აისელ აიპტაევას ოჯახის ადვოკატი.~ 

"საფარის" ადვოკატი კი აცხადებს, რომ თუ ყაზახეთის სახელმწიფოს აქვს უფრო მეტი მტკიცებულება ტრეფიკინგთან მიმართებაში, ეს დანაშაული დაიგეგმა ყაზახეთში და საქართველოში განხორციელდა. 

ყაზახმა გამომძიებლებმა უ8კვე ის პირებიც გამოკითხეს, ვინც როგორ აისელ აიტპაევას, ასევე მეირბეკოვს იცნობდნენ. ერთ-ერთია აიდოს შაივერდინოვი, რომელიც ცნობილია აღნიშნულ საქმეში არის მოწმე და ასევე, იმ კომპანიის თანადამფუძნებელი, რომელსაც მეირბეკოვი ხელმძღვანელობდა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ეს მოწმე უახლოეს პერიოდში ყაზახეთში გაემგზავრება, რათა იქაურ გამოძიებასაც მისცეს ჩვენება. 

მეორე დღეა გამომძიებლების საქართველოში იმყოფებიან, ისინი საქმის მასალებს გაეცნენ და რამდენიმე პირი გამოკითხეს.

საქმეზე მეორე ბრალდებული ყაზახეთის მოქალაქე მურად მეირბეკოვი, რომელსაც ქართული გამოძიება გაუპატიურებას ედავება 26 წლის ქალის ნათესავია, ის ყაზახეთში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. ყაზახი პროკურორები თბილისში სწორედ მის წინააღმდეგ მტკიცებულებებისა და მასალების მოსაგროვებლად იმყოფებიან.

დღის ამბები